“ქრისტე ჩვენი სიცოცხლეა” – მეუფე ათანასე ლიმასოლელის ახალი წიგნი

21 სექტემბრის საღამოს, ბრიტანულ-ქართულ აკადემიაში, ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასეს ახალი წიგნის — “ქრისტე ჩვენი სიცოცხლეა” — პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი “წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის განათლების კერის” მიერ გამოიცა.

აღნიშნული ღონისძიება საქართველოში მეუფე ათანასეს ვიზიტის ფარგლებში შედგა, რომელიც 19-24 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის კურთხევით მიმდინარეობდა. ვიზიტის სრული ორგანიზატორი გახლდათ ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული “წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის განათლების კერა”.

წიგნის პრეზენტაციასთან ერთად, გაიმართა თბილი და ინტერაქტიული შეხვედრა ახალგაზრდებთან. დამსწრე ახალგაზრდებს საშუალება მიეცათ, მეუფე ათანასესთვის მათთვის აქტუალური და საინტერესო კითხვები დაესვათ და ამომწურავი პასუხები მიეღოთ.