კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და წმ. გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის ინიციატივით, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის სამრევლოს ახალგაზრდებმა დაიწყეს მომლოცველობა და საქართველოს სხვადასხვა ეპარქიისა და რეგიონის მონახულება სამოქალაქო აქტივობის ფორმატით.
ინიციატივა ეძღვნება პატრიარქ ილიას მამამთავრობის 45 წლისთავს.