წმ.გრიგოლ ხანძთელის სახელობის განათლების კერა
ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსან არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო სივრცეა. მის ხელმძღვანელად კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის მიერ დაინიშნა ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის მღვდელმსახური საბა თავაძე.
საგანმანათლებლო კერის მნიშვნელობა განსაზღვრულია თანამედროვე საქართველოში არსებული სულიერი, სოციალურ-კულტურული თუ სხვადასხვა ტექნიკურ-სამეცნიერო გამოწვევის შესაბამისად.
განათლების კერის შენობა მოიცავს: დიდ საკონფერენციო-სააქტო დარბაზს, ზრდასრულთა და ბავშვთა მულტიფუნქციურ ბიბლიოთეკას, მოზარდთა შემეცნებით და მოსასვენებელ ზონას, ხმის ჩამწერ სტუდიას, გამომცემლობას, საბავშვო ანიმაციების სტუდიას და სხვა მრავალ საგანმანათლებლო სივრცეს.
წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის განათლების კერის ორგანიზებით მრავალი საეკლესიო და ეროვნული დანიშნულების – სამოქალაქო, საქველმოქმედო და სოციალური ღონისძიება იმართება. მისი ერთ-ერთი მთავარი მისია ნიჭიერი ადამიანების აღმოჩენა და მათთვის თავიანთი შესაძლებლობების რეალიზებისთვის საჭირო სივრცის შექმნაა.
Short description goes here.
Another description here.