მეუფე ათანასეს სტუმრობა საქართველოში

მეუფე ათანასეს სტუმრობა საქართველოში

2024 წლის 19-24 სექტემბერს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის კურთხევითა და ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული „წმ. გრიგოლ ხანძთელის სახელობის განათლების კერის“ ორგანიზებით, საქართველოში 6-დღიანი ვიზიტით ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, თბილისის ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსში საღმრთო ლიტურგია მიტროპოლიტმა ათანასე ლიმასოლელმა ტაძრის წინამძღვართან, დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან და სატაძრო კომპლექსის სამღვდელოებასთან ერთად აღავლინა. წირვის დასრულების შემდეგ, სატაძრო კომპლექსის „ათონის წმინდა მთის სახელობის სააქტო დარბაზში“ გაიმართა მეუფე ათანასეს საჯარო შეხვედრა თემაზე: „მოგონებები XX საუკუნის წმინდა მამებზე“.

გარდა ამისა, სასტუმრო „პარაგრაფის“ დიდ დარბაზში მიტროპოლიტმა ათანასემ შეხვედრა გამართა ოჯახებთან. ღონისძიების პირველ ნაწილში მეუფემ ოჯახის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ხოლო მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.