წმინდა პაისი - ფარასიდან ზეცაში

ადამიანი, რომელმაც უდიდეს სულიერ საზომს მიაღწია და გახდა თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მართლმადიდებელი წმინდანი. სერიალი მოგვითხრობს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურის — წმინდა პაისი ათონელის სიცოცხლეზე.

ადამიანი, რომელმაც უდიდეს სულიერ საზომს მიაღწია და თანამედროვე ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მართლმადიდებელი წმინდანი გახდა. სერიალი მოგვითხრობს მართლმადიდებელი ეკლესიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ფიგურის — წმინდა პაისი ათონელის სიცოცხლეზე.

რეჟისორი – სტამოს ცამისი

სცენარის ავტორი – იორგოს ციაკასი

რეჟისორი – სტამოს ცამისი

სცენარის ავტორი – იორგოს ციაკასი

წმინდა პაისი - ფარასიდან ზეცაში

სერიალის პირველი ნაწილი წარმოგვიდგენს წმინდა პაისის ოჯახის ცხოვრებას და მის გზას მონაზნობამდე.

 

 

ყურება

წმინდა პაისი - ფარასიდან ზეცაში

სერიალის პირველი ნაწილი წარმოგვიდგენს წმინდა პაისის ოჯახის ცხოვრებას და მის გზას მონაზნობამდე.

 

 

ყურება

მოქმედება იწყება 1924 წელს წმინდა პაისის მშობლიურ მხარეში, კაპადოკიაში და მიჰყვება მის ოჯახს საბერძნეთში გადასახლების დიდ და სირთულეებით სავსე გზაზე. შემდგომ ვხედავთ მის ახალგაზრდობას — როგორც გამორჩეულ, სათნოებებით შემკულ მორჩილს ათონის წმინდა მთაზე, მის მოღვაწეობას სინას უდაბნოში და საბოლოოდ — ასკეტურ ცხოვრებას კვლავ ათონის მთაზე.

1980-იან წლებიდან 1994 წელს მის გარდაცვალებამდე – წმინდა პაისიმ მთელ მსოფლიოში გაითქვა სახელი: ათასობით ადამიანი იღებდა მისგან რჩევასა და სულიერ თანადგომას და მის სახელს უამრავი სასწაული უკავშირდება.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ 2015 წელს იგი წმინდანად შერაცხა.

სერიალის “წმინდა პაისი – ფარასიდან ზეცაში” საქართველოში წარმდგენია თბილისის ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებული წმ. გრიგოლ ხანძთელის განათლების კერა და ფონდი ქართული გალობა. სატაძრო კომპლექსის წინამძღვრის, მამა თეოდორეს გიგნაძისა და განათლების კერის ხელმძღვანელის, მამა საბა თავაძის ძალისხმევით ეს პროექტი ქართულ ენაზეც იარსებებს და ქართველი მაყურებლისთვის როგორც ტელევიზიით, ასევე ჩვენი ვებგვერდის საშუალებითაც იქნება ხელმისაწვდომი.

წმ. პაისი - ფარასიდან ზეცაში

აღწერა

დაბადება – კაბადოკიიდან განდევნა

1924 წლის 25 ივლისს, კაბადოკიის ფარასაში დაიბადა არსენი (წმინდა პაისი). რამდენიმე დღის შემდეგ, მოსახლეობის გაცვლის გამო, მისი ოჯახი თანასოფლელებთან ერთად ტოვებს სამშობლოს და საბერძნეთში მიემგზავრება.
წასვლამდე, მამა არსენი, მოგვიანებით წმინდა არსენი კაპადოკიელი, მას მონათლავს და თავის სახელს დაარქმევს.

არსენის მამა, პროდრომე ეზნეპიდისი, სოფლის წინამძღოლია, და ამ რთულ პერიოდში წმინდა არსენისთან ერთად ზრუნავს თანასოფლელების უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე.

წმ. პაისი - ფარასიდან ზეცაში

აღწერა

მამა პაისი, რომელიც ახლა ათონის მთაზე, ფილოთეის მონასტერში მოღვაწეობს, მონაზვნისთვის ჩვეულ მძიმე ღვაწლშია.

დედამისსაც თავისი გასაჭირი აქვს; ის ცდილობს საკუთარ თავში შეათავსოს უფლისადმი რწმენა და შვილისადმი დიდი სიყვარული.

მამა პაისის მხურვალე სურვილი, წავიდეს ათონის მთის ყველაზე უკაცრიელ ადგილას, კატუნაკებში და გახდეს ასკეტი, სულ უფრო და უფრო იზრდება. თუმცა, მას ხილვაში ღვთისმშობელი ეცხადება, რომელიც აუწყებს, რომ კონიცაში წავიდეს და გერმანელების მიერ გადამწვარი სტომიოს მონასტერი აღადგინოს.

1958 წლის ივლისში ის კონიცაში ბრუნდება და საკუთარი სახლის მონახულების გარეშე პირდაპირ მონასტერში მკვიდრდება.