მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს

მოვიაროთ და მოვუაროთ საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და წმ. გრიგოლ ხანძთელის განათლების კერის ინიციატივით, ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსის სამრევლოს  ახალგაზრდებმა დაიწყეს მომლოცველობა და საქართველოს სხვადასხვა ეპარქიისა და რეგიონის მონახულება სამოქალაქო აქტივობის ფორმატით.

ინიციატივა ეძღვნება პატრიარქ ილიას მამამთავრობის 45 წლისთავს.

თითოეული გასვლა შედგება შემდეგი კომპონენტებისგან:

🔸ადგილობრივი ეპარქიის მღვდელმთავართან შეხვედრა;
🔸ეპარქიის წმინდა ადგილების მოლოცვა;
🔸რეგიონის კულტურულ-შემეცნებითი ადგილების მონახულება;
🔸 რეგიონში ტერიტორიების დასუფთავება (შაბათობა);
🔸 ნერგების დარგვა.

 

Visual Portfolio, Posts & Image Gallery for WordPress