ათონის დარბაზი
ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან მდებარე „ათონის დარბაზი“ არის მრავალფუნქციური კულტურულ-შემოქმედებითი სივრცე, რომელიც ღიაა საინტერესო იდეებისა და ღონისძიებებისთვის.
ჩვენ ვთავაზობთ შესაფერის გარემოს სხვადასხვა სპეციალობის ადამიანებს, გამომცემლობებსა თუ კერძო პირებს, რათა დაგეგმონ და ჩაატარონ:
- შემოქმედებითი საღამოები;
- ხელოვნების ნიმუშების გამოფენები;
- წიგნებისა და პროექტების პრეზენტაციები;
- სხვა კულტურული და საგანმანათლებლო შეხვედრები.
ამასთანავე, „ათონის დარბაზის“ საკუთარი ორგანიზებით, რეგულარულად იმართება საჯარო შეხვედრები და სალონური საუბრები როგორც ჯვართამაღლების სატაძრო კომპლექსთან არსებულ ათონის დარბაზში, ასევე დისტანციურად მრავალი დარგის გამორჩეულ წარმომადგენელთან.
დარბაზში დაგეგმილ ყველა ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.